“პატარა ბავშვებით” სავსე ე.წ. იკაროსი დაგვიცხილეს აფრასიძეებმა ეცერის გზაზე.
ქალების კივილი და მამების ფანჯრებზე აფარებული ზურგები მახსოვს გუშინდელი დღესავით.
გადაიყვანეს მძღოლი და იმასთან აწარმოეს “მოლაპარაკება”.
რაც კი რამე მიგვქონდა იმ გაჭირვებულ დროში, საკვები თუ თანხა, ყველაფერი წაგვართვეს “პატარა ბავშვებს”.
ბოლოს საბურავებიც დაგვიხვრიტეს და წავიდნენ.
და ასე ხდებოდა ყოველ ზაფხულს.
რატომ დავდიოდით ყოველ ზაფხულს აქ?
მამაჩემს ქონდა ეგეთი პრინციპი, ომი იყო თუ ჯანდაბა, აქ მოგვერეკებოდა.
სვანეთის არ დავიწყების მიზნით.
არ ხართ თქვენ ჯანმრთელად, ვისაც აფრასიძეებზე სენტიმენტები გაგიხსნათ თიამ.
საკუთარ ბავშვებს რომ გაფრთხილებოდნენ, დადებდნენ იარაღს.
აუშრიალეს აქ ანგელოზის ფრთები კრიმინალებს,-წერს ნინი ხერგიანი.