23.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

ნინი ბადურაშვილი: ქალზე ხელის აღმართვა, მიუღებელია, თუმცა, ამ შემთხვევაში სწორედ ამ ქალებმა მოახდინეს პროვოკაცია

ქალზე ხელის აღმართვა, რა თქმა უნდა, მიუღებელი და ძალიან მძიმე ფაქტია. თუმცა, ამ შემთხვევაში სწორედ ამ ქალებმა მოახდინეს პროვოკაცია — ჩაუშალეს ადამიანს ქორწილი, შეურაცხყოფა მიაყენეს ნეფე-პატარძალს და დაძაბულობა უკიდურეს ზღვრამდე მიიყვანეს,- წერს მომღერალი ნინი ბადურაშვილი.

,,არ მეცოდება უზრდელი და თავხედი ადამიანი, მითუმეტეს მაშინ, როცა სხვა ქვეყანაში იმყოფება, არ იცავს მის წესებს და პატივს არ სცემს მასპინძელ ქვეყანას.

თუ საქმე გამოძიებამდე მივიდა, მაშინ მხოლოდ ფიზიკური ძალადობის ფაქტი კი არ უნდა შეფასდეს, არამედ იმ ადამიანების ქმედებებიც, რომლებმაც პროვოკაცია მოახდინეს, მათ შორის აპარატურის დაზიანებისა და ინციდენტის გამოწვევის გარემოებებიც”,– წერს ბადურაშვილი.

banner
წინა სტატიაშიგვარამია: მაინტერესებს, თელავში პოლიცია არ არის? არც შეწუხებულმა ტურისტებმა, არც მექორწილეებმა და არც სასტუმრომ არ გამოიძახა?
შემდეგი სტატიამომღერალი ალექსანდრე მრელაშვილი თელავში, ქორწილში მომხდარი ფაქტის დეტალებზე საუბრობს