ნინა კობახიძე – მნიშვნელოვანია, რომ ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა მინიმუმამდე შევამციროთ

მსგავსი სამუშაო შეხვედრები ყოველ კვირას იმართება უკვე პრემიერ-მინისტრთან. მნიშვნელოვანია, რომ ჰოსპიტალურმა სექტორმა ზუსტად იცოდეს გამოწვევები, რასაც ველოდებით ყოველდღიურ რეჟიმში და თავის მხრივ სახელმწიფოსთან ვცვლით ინფორმაციას, თუ როგორ ვახდენთ ტრიაჟს ჰოსპიტალში განთავსებული პაციენტების, რამდენად მართვადია სიტუაცია, რამდენად მზადყოფნაა ინტენსიური საწოლების თუ სამედიცინო პერსონალის მეშვეობით ასევე, ჟანგბადის ქარხნების აღჭურვის თვალსაზრისით რა წინსვლები გვაქვს, – ამის შესახებ კლინიკების ქსელ „ჯეო ჰოსპიტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ნინა კობახიძემ, პრემიერ-მინისტრისა და კლინიკების ხელმძღვანელების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, სიტუაცია არის რთული, თუმცა ამ ეტაპისთვის მართვადი.

„ჩვენი აზრით სიტუაცია არის რთული, თუმცა ამ ეტაპისთვის მართვადი. გამომდინარე იქიდან, რომ თითოეულმა კლინიკამ ვიცით ჩვენს რეგიონში რა რესურსები მობილიზება გვჭირდება და ამ ინფორმაციის გაცვლას ვახორციელებთ პრემიერთან. მნიშვნელოვანია, რომ თავის მხრივ მოსახლეობამაც ხელი შეგვიწყოს და მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა მინიმუმამდე შევამციროთ და ჰოსპიტალში განთავსებული პაციენტების ინტენსიურ თერაპიაში გადაყვანის რისკებიც უნდა ვმართოთ. დღევანდელი მოცემულობით ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი სიცოცხლის გადარჩენა“, – განაცხადა ნინა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი – არანაირ პოლიტიკურ აზრს არ ვდებ ამაში, მაგრამ ყველანაირად უნდა შევზღუდოთ ხალხმრავალი თავყრილობები, ეს აუცილებელია
შემდეგი სტატია“მისაღებია ძალიან არაპოპულარული მკაცრი ზომები”