ნინა კობახიძე – განვიხილეთ შეზღუდვების შესაძლო ეფექტი, რომელიც რა თქმა უნდა ჰოსპიტალურ სექტორებზე პირდაპირ აისახება

პრემიერ-მინისტრთან ყოველკვირეული შეხვედრა იმართება. ხდება ინფორმაციის გაცვლა, თუ როგორ იყო წინა კვირა, რამდენი საწოლი დავამატეთ და როგორ იმართებიან პაციენტები, – ამის შესახებ კლინიკების ქსელ „ჯეო ჰოსპიტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ნინა კობახიძემ, პრემიერ-მინისტრისა და კლინიკების ხელმძღვანელების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო შეზღუდვების შესაძლო ეფექტს, რომელიც რა თქმა უნდა ჰოსპიტალურ სექტორებზე პირდაპირ აისახება.

„მოხდა დამატებითი საწოლების გამოყოფა სხვადასხვა ჰოსპიტალური ქსელიდან. მაგალითად ჩვენს ქსელში ჭიათურას დავამატეთ, კვირის ბოლოს კი ვანის და ბორჯომის ჰოსპიტალი იქნება დამატებული. ასევე განვიხილეთ შეზღუდვების შესაძლო ეფექტი, რომელიც რა თქმა უნდა ჰოსპიტალურ სექტორებზე პირდაპირ აისახება. ვემზადებით ამ პროცესისთვის. თავისთავად სიტუაცია არის რთული, თუმცა მართვადი ამ ეტაპზე. ვისაუბრეთ ონლაინ -კლინიკების ეფექტურობაზე, რომელიც საქართველოს ბევრ რეგიონში შესაძლებელია ჩაირთოს და ბინაზე დარჩენილი პაციენტებისთვის, უფრო ეფექტური გახდეს და უფრო შემსუბუქდეს მათი მდგომარეობა“, – განაცხადა ნინა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია „კოვიდ-19“-ის მართვაში ჩართული კერძო კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა
შემდეგი სტატიაბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი – მესმის, რომ ადამიანებს შიშის გამო სურთ, რომ მოხვდნენ საავადმყოფოში, მაგრამ ყოველთვის ამისი აუცილებლობა არ არის