ნინა ხატისკაცის თქმით, გადაწყვეტილი არ არის რა მიმართულებით იმუშავებს ლილუაშვილი

გიორგი ლილუაშვილის თბილისის მერიაში დანიშვნას დავით ნარმანიას კიდევ ერთი მოადგილე ეხმაურება. ნინა ხატისკაცის განმარტებით, ჯერ გადაწყვეტილი არ არის რა მიმართულებით იმუშავებს ქალაქის მთავრობაში მერის ახალი მოადგილე. თუმცა, ხატისკაცი ლილუაშვილის ქართუდან მერიაში გადასვლას პროექტს პანორამა თბილისს არ უკავშირებს.

„პანორამა თბილისის პროექტის გარკვეული ნაწილი უკვე მიმდინარეობს და მე ვერ ვხვდები, ლოგიზმი რაში შეიძლება გამოიხატოს, იმიტომ, რომ გარკვეული პროცედურები უკვე განხორცილებულია“, – განაცხადა ნინა ხატისკაცმა. მისივე თქმით, არ არსებობს ცალკე გამოყოფილი საკურაციო სფეროები და მთელი გუნდი ერთად აგებს ყველა საკითხზე პასუხს.

banner
წინა სტატიაში“გუნდურობის კიდევ ერთი გამოხატულება იყო,”- ომარ ნიშნიანიძე საგურამოში გამართულ მიღებაზე საუბრობს
შემდეგი სტატია“აზერბაიჯანის მოვლენები საქართველოზე მინიმალურად აისახება”