ნიკორამ “StopCOV” ფონდის მხარდასაჭერად 100 000 ლარი გადარიცხა

admin
ავტ.: admin მარტი 30, 2020 13:03

ნიკორამ “StopCOV” ფონდის მხარდასაჭერად 100 000 ლარი გადარიცხა

ნიკორამ “StopCOV” ფონდის მხარდასაჭერად 100 000 ლარი გადარიცხა. კომპანიაში აცხადებენ, რომ კომპანია “ნიკორა” ვირუსის გავრცელების პირველივე დღიდან ათვიცნობიერებს იმ უდიდეს პასუხისმგებლობას, რაც ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე აკისრია.

„გამომდინარე აქედან, მაქსიმალურ ზომებს ვიღებთ, რათა ღირსეულად შევასრულოთ ჩვენი ფუნქცია/მოვალეობა, ვუზრუნველვყოთ წარმოებისა და სავაჭრო ქსელის გამართული მუშაობა, მიწოდების უწყვეტი ჯაჭვი, რათა ჩვენს მოსახლეობას არ შეექმნას პროდუქციის მომარაგების მხრივ დისკომფორტი.

ჩვენ ვინარჩუნებთ და არ ვზრდით ფასებს საკუთარი წარმოების პროდუქციაზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი წარმოების დიდი ნაწილი იმპორტირებულ ნედლეულზეა დამოკიდებული და პროდუქტის ფასი პირდაპირ პროპორციულია ლარის კურსის ცვლილებასთან, ჩვენს მიერ წარმოებულ, 500-ზე მეტი დასახელების პროდუქტზე, ფასი უცვლელი რჩება.

ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში, შევუერთდით სოციალურ კამპანიას და შეძლებისდაგვარად პროდუქციით დახმარება გავუწიეთ იმ ადამიანებს, ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს თანადგომას.

ნიკორა მიესალმება “StopCOV” ფონდის შექმნას და ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში 100 000 ლარს რიცხავს.

ასევე მივესალმებით ყველა კომპანიის გაღებულ კონტრიბუციას, რომელიც მიმართულია COVID19 -ის წინააღმდეგ.

ერთად დგომით ყველაფერს შევძლებთ, ერთად ყველაფერი გამოგვივა“, – აღნიშნულია კომპანია “ნიკორას” განცხადებაში.

admin
ავტ.: admin მარტი 30, 2020 13:03

Google სტატისტიკა


4,416
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics