ნიკოლოზ ვაშაკიძე: მოლაპარაკებების პროცესი შარლ მიშელის გეგმის გარშემო დასრულებული არ არის

“მოლაპარაკებების პროცესი შარლ მიშელის გეგმის გარშემო დასრულებული არ არის. ის გრძელდება და შესაბამისად წავა ინტენსიური მუშაობა ურთიერთმისაღები გადაწყვეტილებების შესამუშავებლად, ანუ მხარეების მხრიდან გარკვეული კომპრომისების მისაღწევად”-განაცხადა ევროპელი დემოკრატების პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ “თაიმერთან” საუბარში.

მისივე განცხადებით, პროგრესის მიღწევაზე ცალსახად საუბარი, რა თქმა უნდა, ძნელია, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ამის ალბათობა დიდია.

-ბატონო ნიკილოზ,ქართული ოცნება აცხადებს, რომ მომავალ კვირას პარლამენტში კიდევ სამი პარტია შევა. რამდენად რეალისტურია ოცნების ეს განცხადება?

-ეს პოლიტიკურ თამაშებს უნდა მივაწეროთ . ასეთი ტიპის განცხადებები პირველად არ კეთდება. ეს არის გარკვეული მოსინჯვები , მცდელობები რაღაც დისონასი შევიდეს გაერთიანებულ ოპოზიციაში. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ქართული ოცნება ცალ-ცალკე სხვასხვა ოპოზიციურ პარტიებთან მუშაობს შეიძლება გარკვეული კონსულტაციებიც იყოს. ასეთი ტიპის საინფორმაციო შემოგდებებს აკეთებს იმისათვის, რომ იმოქმედოს პროცესზე. ეს განცხადება ტაქტიკური სვლით უნდა აღვიქვათ.

-დღეს, 23 მარტს, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტში, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე დებატები გაიმართება…

-რა თქმა უნდა გარკვეული კრიტიკა საქართველოს მისამართით გაიჟღერებს, მაგრამ ხელისუფლებას კონგრესი გარკვეულ სივრცეს მომავალი ნაბიჯებისთვის დაუტოვებენ. ეს იქნება კრიტიკა შანსის მიცემასთან ერთად.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიNDI – მოსახლეობის 36% პარლამენტის საქმიანობას ცუდად აფასებს
შემდეგი სტატიაNDI – გამოკითხულთა 68% ფიქრობს, რომ მთავრობა პანდემიას კარგად უმკლავდება