ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს წევრ ქვეყნებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის მიმართულებით მეტი ქმედითი ნაბიჯებისაკენ მოუოწოდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის მუშაობაში. მან თავის გამოსვლაში სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, რუსეთის აგრესიულ ქმედებებსა და ამ გამოწვევების გადაჭრაში ეუთო-ს როლის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ნიკოლოზ სამხარაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებასა და სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მიერ რუსეთზე მოპოვებულ მნიშვნელოვან გამარჯვებაზე. მან ასევე, გაუსვა ხაზი სამხრეთ კავკასიის რეგიონში ახალი სამშვიდობო ინიციატივის მნიშვნელობას.

„იმ პირობებში, როდესაც რუსეთი ყოველდღიურ რეჟიმში დგამს ანექსიისკენ, დესტაბილიზაციისკენ და პროვოკაციისკენ მიმართულ ნაბიჯებს, ასევე, უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს და იტაცებს ადამიანებს, მოგიწოდებთ, რომ მეტი ქმედითი ნაბიჯი გადადგათ იმისთვის, რომ ხელი შეეწყოს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციას“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ თავის გამოსვლაში.

banner
წინა სტატიაშიხუხაშვილი – ძალიან მახარებს ხაზარაძის და ჭყონიას სურვილი წალენჯიხასგან შექმნან გარკვეული მოდელი, თუ როგორ და რა სახით შეიძლება განვითარდეს მთელი ქვეყანა
შემდეგი სტატიათამარ გაბუნია – ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რთულია