ქართული ოცნება ცდილობს, რომ აშშ-სთან ურთიერთობები არათუ გადატვირთოს, არამედ ისეთ სიმაღლეზე აიყვანოს, რომელიც აქამდე არ ყოფილა,- ამბობს ოცნების წევრი ნიკოლოზ სამხარაძე ოცნების პროპაგანდისტული და დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული TV იმედის ეთერში.
,,ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ჩვენ არ ვართ კმაყოფილი და არ გვინდა ის სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება, რომელიც ადრე გვქონდა. […] იმ ძველ პარტნიორობას აზრი არ აქვს. ჯობია ახალი პარტნიორობის შეთანხმება შევიმუშაოთ, რომელიც ორივე მხარისთვის იქნება სასარგებლო”,- ამბობს სამხარაძე.















