ნიკოლოზ სამხარაძე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ურჩევს, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა თუ სურთ, ეს თავად გააკეთონ

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ურჩევს, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა თუ სურთ, ეს თავად გააკეთონ.

როგორც ჟურნალისტებს სამხარაძემ განუცხადა, მანდატების გაუქმების მსურველ ოპოზიციონერთა რაოდენობა 51-ია, ამ გადაწყვეტილების მიღებას კი ზუსტად 51 დეპუტატის ხმა სჭირდება.

„მათ პროცესის გაგრძელება თუ სურთ, მაშინ განცხადებები ხელახლა უნდა შემოიტანონ პარლამენტში. 51 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტისთვის 51 ხმა არის საჭირო. ზუსტად 51 არიან. შეუძლიათ, განცხადებები შემოიტანონ, შემოვიდნენ დარბაზში, მწვანე ღილაკს ხელი მიაჭირონ და უფლებამოსილება შეუწყდებათ. ამით დამთავრდება ამდენი იწილო-ნიწილო. ჩვენ კი ისევ თავს შევიკავებთ, რადგან ეს არის მანდატი, რომელიც მათ ამომრჩეველმა მისცა. დეპუტატობა თუ არ უნდათ, მივიდნენ და თვითონ დააჭირონ ღილაკს ხელი”, – განაცხადა სამხარაძემ.

banner
წინა სტატიაშიტყვარჩელის N5-ში სკვერის მოწყობის მიზნით, ბარაკული ტიპის შენობების დემონტაჟი მიმდინარეობს
შემდეგი სტატიანიკა მელიას მიერ გირაოს გადაუხდელობით ოპოზიცია საპროტესტო აქციების აგორებას თუ აპირებს, ეს წარუმატებელი იქნება