ნიკოლოზ სამხარაძე – ნიკა მელიას დაპატიმრებაზე საერთაშორისო გამოხმაურებები საკმაოდ მოზომილი და რბილია

ნიკა მელიას დაპატიმრებაზე საერთაშორისო გამოხმაურებები საკმაოდ მოზომილი და რბილია, – აღნიშნულ შეფასებას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აკეთებს.

დეპუტატის თქმით, გამომდინარე იქედან, რომ ციხეში ოპოზიციური პარტიის ლიდერი აღმოჩნდა, ეს ყველა ქვეყანაში შეშფოთების საფუძველი იქნებოდა.

„ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ოპოზიციური პარტიების ლიდერები სხვა განვითარებულ ქვეყნებში ისე არ იქცევიან, როგორც საქართველოში. ამიტომ, კრიტიკა მოსალოდნელი იყო და ნაწილობრივ ჩვენთვის მისაღებიც კი შეიძლება იყოს, თუმცა ოპოზიციური პარტიების ლიდერები ასე რომ არ იქცეოდნენ, ასე უხეშად და თავხედურად რომ არ იწვევდნენ კანონს, საზოგადოებასა და სახელმწიფოს, ამისთვის საჭიროა დიალოგი, კონსტრუქციულობა და ამომრჩევლის ნების გათვალისწინება”, – განაცხადა სამხარაძემ.

banner
წინა სტატიაშიუილიამ კორტნი: საქართველომ შესაძლოა დასავლეთის მხარდაჭერა დაკარგოს
შემდეგი სტატიაპავილიონისი – ივანიშვილი ამას აკეთებს იმიტომ, რომ ფიქრობს, აშშ მასთანაა ან ვაშინგტონს ახლა მოქმედება არ შეუძლია