25.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

ნიკოლოზ სამხარაძე: “მოსკოვის მექანიზმის” ანგარიში უამრავ ფაქტობრივ უზუსტობასა და დაუსაბუთებელ ბრალდებას შეიცავს

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ჰააგაში ეუთო-ს ყოველწლიურ ასამბლეას ესწრება. სამივე კომიტეტის სხდომაზე ქართულ მხარეს შესაძლებლობა ჰქონდა, ესაუბრა ქვეყნის გამოწვევებზე, პროგრესსა და ბოლო დროს საქართველოს მიმართ არსებულ „უსამართლო დამოკიდებულებაზე“.

სამხარაძის განცხადებით, მან სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა რუსულ ოკუპაციასა და ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე, კერძოდ, რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს შორის არსებულ ე.წ. შეთანხმებებზე. ამასთანავე, კომიტეტის თავმჯდომარემ კოლეგებს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშთან დაკავშირებით თბილისის პოზიცია გააცნო.

„ჩემს კოლეგებს ავუხსენი, თუ რა პირობებში მომზადდა მოსკოვის მექანიზმის შეთანხმება და ასევე მქონდა საუბარი იმაზე, რომ ეუთო-ს წევრების უდიდესმა უმრავლესობამ ამ მექანიზმს მხარი არ დაუჭირა — არც მის ამოქმედებას და არც მის შედეგს. „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტის მიერ დაწერილი ანგარიში შეიცავს ძალიან ბევრ ფაქტობრივ უზუსტობას და იმ ბრალდებების უდიდეს ნაწილზე, რომლებიც ანგარიშში არის გამოთქმული, მტკიცებულებები უბრალოდ არ არსებობს“, — განაცხადა სამხარაძემ.

დეპუტატის თქმით, საპარლამენტო დელეგაცია მომდევნო დღეებშიც გააგრძელებს მუშაობას და მზად არის კონკრეტული პროვოკაციებისთვის, მათ შორის ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ დარეგისტრირებულ რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით. სამხარაძის განცხადებით, ქართული დელეგაცია ასამბლეაზე ქვეყნის ინტერესებს მაქსიმალურად დაიცავს.

banner
წინა სტატიაშიძლიერი ხანძარი თბილისში — ვაზისუბანში კორპუსის ბინა იწვის
შემდეგი სტატიასაქართველოში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს- დარეგისტრირებულია 29 000-ზე მეტი აპლიკანტი