ნიკოლოზ სამხარაძე: მკაცრად ვგმობთ ბიჭვინთის ტერიტორიას რუსეთისთვის გადაცემის უკანონო ქმედებას და ბათილად ვაცხადებთ ოკუპაციის დროს განხორციელებულ ყველა სამართლებრივ ქმედებას

ნიკოლოზ სამხარაძე ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის მიერ ბიჭვინთის ტერიტორიების რუსეთისთვის გადაცემის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება. შესაბამისი განცხადება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში X გამოაქვეყნა.

„გვიან ღამით აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტმა ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინა. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ უკანონო ქმედებას და ბათილად ვაცხადებთ ოკუპაციის დროს განხორციელებულ ყველა სამართლებრივ ქმედებას. ეს გამოსწორდება მას შემდეგ, რაც საქართველო აღადგენს თავის იურისდიქციას აფხაზეთზე“, – წერს სამხარაძე.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძის განცხადებით, საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა დესტრუქცია იყო
შემდეგი სტატიამყინვარწვერზე დაკარგული მთამსვლელი დაღუპული იპოვეს