ნიკოლოზ სამხარაძე ლატვიის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ინგრიდა ლევრენცეს შეხვდა.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე იმსჯელეს. ნიკოლოზ სამხარაძემ ელჩს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ლატვია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროინტეგრაციის პროცესში უწევს. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე და აღინიშნა, რომ შემოდგომაზე, საქართველოში ლატვიის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრთა ვიზიტი იგეგმება.

მხარეებმა გლობალურ პანდემიისა და იმ ნაბიჯების შესახებ ისაუბრეს, რომელსაც საქართველო კორონავირუსთან გასამკლავებლად დგამს. გარდა ამისა, კომიტეტის თავმჯდომარემ და ელჩმა იმსჯელეს მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზეც.

საუბარი, ასევე, შეეხო რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას და ავღანეთში მიმდინარე მოვლენებს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ჯამში 1 095 069 აცრა ჩატარდა
შემდეგი სტატიახვიჩია – როდის ყოფილა აქამდე, რომ რომელიმე პარტიის კვლევა არჩევნებზე ამხდარიყო