26.2 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

ნიკოლოზ სამხარაძე: ევროპარლამენტი ქართველი ხალხის სუვერენიტეტს არ აღიარებს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერ 24 ივნისს საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა. დეპუტატის განცხადებით, აღნიშნული დოკუმენტი ქვეყნის სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების მძიმე დარღვევაა.

სამხარაძემ ევროპარლამენტარების გადაწყვეტილება რუსეთის ქმედებებს შეადარა და აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანის უგულებელყოფაა:

„ევროპარლამენტმა თავისი ახალი რეზოლუციით კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი უგუნური გადაწყვეტილება, რომ თურმე ქართველი ხალხის სუვერენიტეტს არ აღიარებს, საკუთარი ხელისუფლება დამოუკიდებლად აირჩიოს… პრინციპში, შეიძლება ვთქვათ, რომ ბევრად არ ჩამორჩება რუსეთის გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს. დღითიდღე ეს გადაწყვეტილებები სულ უფრო უგუნურ ხასიათს იღებს“, — განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

დეპუტატის თქმით, ისმოდა კითხვები იმის შესახებ, თუ ვის ინტერესებში მოქმედებს ევროპარლამენტი, რადგან თუ აქამდე რუსეთის გარდა მხოლოდ ოთხი სახელმწიფო ხელყოფდა საქართველოს სუვერენიტეტს, ახლა მათ ევროპული პარლამენტიც დაემატა.

banner
წინა სტატიაშიPOG: სასამართლომ საქართველოში 88 კილოგრამზე მეტი ჰეროინის შემოტანისთვის ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიუსაჯა
შემდეგი სტატიაგორი-არგვეთას მონაკვეთის მოვლა-შენახვა სახელმწიფო კომპანიას გადაეცემა – პარლამენტმა ახალ კანონს მხარი დაუჭირა