10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

ნიკოლოზ სამხარაძე: ეს არის არა “პიჯაკების საქმე”, არამედ 9 მილიონის გაფლანგვის საქმეა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი გარემოცვა ცდილობს, ბიუჯეტიდან პირადი მიზნებისთვის გაფლანგული მილიონობით ლარი უმნიშვნელოდ წარმოაჩინოს.

„ტერმინი – „პიჯაკების საქმე“ სწორედ იმიტომ მოიგონეს, რომ ჩვენს საზოგადოებაში გააჩინონ განცდა, რომ თითქოს რამდენიმე პიჯაკის გამო არის ეს საქმე აღძრული. ეს არის ძალიან მარტივი პიარული ხრიკი, როდესაც ისინი ცდილობენ დანაშაულის სიმძიმის გადაფარვას. სინამდვილეში ეს არის არა „პიჯაკების საქმე“, არამედ 9 მილიონის გაფლანგვის საქმე“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ გეგელია: ვაიმარის ქვეყნების განცხადება აჩვენებს, რომ „ოცნება“ არაფერს აკეთებს ევროკავშირისკენ წასასვლელად
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი: საქართველომ ვალდებულება აიღო, რომ ტერიტორია არ იქნება გამოყენებული არც რუსეთის, არც ირანის და არც დასანქცირებული კომპანიის დასახმარებლად