ნიკოლოზ რაჭველი: “შემრცხვა, რომ მე არ მცივა და არ მშია”

მუსიკოსი ნიკოლოზ რაჭველი დელისის მეტროსთან მიუსაფარი მოხუცის გაიყინვის ფაქტს სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ეხმიანება.

rachveliii
“ახლა შევიტყვე მიუსაფარი მოხუცის სიცივით გარდაცვალების ამბავი მიწისქვეშა გადასასვლელში…
და შემრცხვა, რომ მე არ მცივა და არ მშია, როცა გარშემო ასეთ მდგომარეობაში არიან ადამიანები…
ალბათ ჩემი, თქვენი და კიდევ სხვების ბრალია, რომ ვერ ავაშენეთ ქვეყანა, სადაც უსახლკარო ადამიანები არ იქნებიან ან გაჭირვებულთათვის იქნება სადმე გამოყოფილი თბილი კერა, რომ მსგავსი რამ არ ხდებოდეს…
ჩვენ ყველანი ვიღაცას ველოდებით, ეს ვიღაც კი თავისით არ მოდის, ეს ვიღაც ჩვენში უნდა დავბადოთ, გავზარდოთ და მოვიყვანოთ…
მაპატიეთ, რომ არ გამომეთქვა ჩემი წუხილი ძალიან გამიძნელდებოდა დაძინება, მითუმეტეს ნაჭამს და თბილ ოთახში:(((“-წერს ნიკოლოზ რაჭველი

შეგახსენებთ, რომ დელისის მეტროსთან მიუსაფარი მოხუცი გაიყინა. თვითმხილველების განცხადებით, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს, მოხუცი გარდაცვლილი დახვდა.

banner
წინა სტატიაშიანი წითლიძე: “აუცილებელია მოქალაქეობრივი ვალდებულების შესრულება”
შემდეგი სტატიაპრემიერი პატრიარქს: მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ თქვენ ოჯახის წევრი გახდით საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანისთვის