ნიკოლოზ მჟავანაძე: სოროსის ფონდი სასჯელაღსრულების სამინისტროს მიმართ არასწორ ინფორმაციებს ავრცელებს

საფრთხე ემუქრება

სოროსის ფონდი სასჯელაღსრულების სამინისტროს მიმართ არასწორ ინფორმაციებს ავრცელებს -აღნიშნული განცხადება ,, უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ დღეს ფონდ ,,ღია საზოგადოება-საქართველოს’’ მიერ ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე კვლევის ანგარიშის წარდგენის შემდეგ გააკეთა. ,, დღეს ფონდ ,,ღია საზოგადოება საქართველოს’’ მიერ წარდგენილი კვლევით ძირითად პრობლემად ექიმის მიერ პატიმრის შემოწმების ადგილას სასაჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლის ყოფნა დასახელდა, რაც სრული აბსურდია და არ შეეფერება სიმართლეს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახი კახიშვილის მიერ ჩატარებული რეფორმების შედეგად უკვე კარგა ხანია ექიმები ციხის თანამშრომლის დაუსწრებლად ამოწმებენ პატიმართა ჯამრთელობის მდგომარეობას. მხოლოდ მაღალი რისკის მსჯავრდებულთა დაწესებულებებში თუკი არსებობს ინფორმაცია რომ პატიმარმა შესაძლოა თავის თავს ან ექიმს დაზიანება მიაყენოს შემოწმებას ესწრება სასჯელაღსრულებლის თანამშრომელი. თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ბოლო პერიოდში იყო რამდენიმე შემთხვევა როცა პატიმარმა ექიმს დაზიანება მიაყენა, აშკარად არის საჭიროება მაღალი რისკის მსჯავრდებულთა დაწესებულებაში პატიმრის შემოწმებას დაესწროს ციხის თანამშრომელი. რატომ ახორციელებს ,,სოროსის ფონდი’’ არასწორი ინფორმაციების გავრცელებას ყველაზე წარმატებული სამინისტროს მიმართ გაუგებარია, მაგრამ ერთი ფაქტია მსგავსი ინფორმაციებისგავრცელებით სამინისტროს ნორმალურ ფუნქციონირებას საფრთხე ექმნება. ‘’ -განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ

banner
წინა სტატიაში“დაიცავი საქართველოს“ ლიდერი კახა მიქაია სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი EIB-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა