ნიკოლოზ მეტრეველი – გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლით, გიორგი გახარიამ ზუსტად და პრინციპულად გააცნო მსოფლიოს სახელმწიფო ლიდერებს თანამედროვე საქართველოს გზავნილი

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, ყველაზე მაღალი საერთაშორისო ტრიბუნიდან სიტყვით გამოსვლით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუსტად და პრინციპულად გააცნო მსოფლიოს სახელმწიფო ლიდერებს თანამედროვე საქართველოს გზავნილი, – ამის შესახებ ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე გამოსვლის შესახებ, სოციალ ქსელ “ფეისბუქში” წერს.

მისივე თქმით, მტერმაც და მეგობრებმაც მსოფლიოში მიიღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებული საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობის სურვილი.

„მტერმაც და მეგობრებმაც მსოფლიოში მიიღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებული საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობის სურვილი:
ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენა და ამ საკითხის გადაჭრა დემოკრატიული სამყაროს მხარდაჭერით და თანამონაწილეობით.
ქართველი ხალხის განუხრელი ნება, დარჩეს ევროპული ცივილიზაციის ორგანულ ნაწილად და გახდეს ნატოსა და ევროატლანტიკური სტრუქტურების სრულუფლებიანი წევრი.
მიუხედავად პანდემიით, რუსული ოკუპაციით და სხვა ობიექტური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეების, განავითაროს საკუთარი ეროვნული ეკონომიკა.
პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში ასევე ხაზგასმით ითქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება კვლავაც მზად არის უკვე ახალი საარჩევნო სისტემით უზრუნველყოს დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარება.
თუ გიორგი გახარიას გამოსვლას შევაჯამებთ, შეგვიძლია გავაკეთოთ შემდეგი დასკვნა: საერთაშორისო თანამეგობრობამ დაინახა, რომ საქართველოს სახით მათ გააჩნიათ სტაბილური, დემოკრატიული და განვითარებაზე ორიენტირებული პარტნიორი“, – წერს ნიკოლოზ მეტრეველი.

banner
წინა სტატიაში„საქართველო ნატოს მეორე არაწევრი ქვეყანა გახდა, რომელიც შეუერთდა ნატოს ჭკვიანი თავდაცვის პროექტს”
შემდეგი სტატიათამთა მეგრელიშვილი – ჩვენი ქვეყნის პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოზე, ქართველი ხალხის სახელით ისაუბრა