ნიკოლოზ მჭედლიშვილი – უკრაინაში გაზი გაძვირდა, სადაც თავის გაზიც აქვთ და ნავთობიც, ჩვენ კი არცერთი, მაგრამ საქართველოს მთავრობა ამ ზამთარსაც დაასუბსიდირებს კომუნალურ გადასახადებს

მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინაში “განხორციელებული” რეფორმებით “კმაყოფილი” კიეველები აი ასეთ პოსტებს დებენ სოციალურ ქსელებში. მოვიდა ზამთარი და გაუძვირეს გაზი კოვიდით გაწამებულებს, – ამის შესახებ ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტს ზელენსკის, რომელიც არჩევნებს არჩევნებზე აგებს, ურჩევია მომთაბარე ‘რეფორმატორი” სააკაშვილი გაუშვას სამსახურიდან.

„მშვენიერი რეფორმაა, ვერაფერს იტყვი, თანაც უკრაინაში, სადაც თავის გაზიც აქვთ და ნავთობიც, ჩვენ კი არცერთი, მაგრამ ქართული მთავრობა ამ ზამთარსაც დაასუბსიდირებს კომუნალურ გადასახადებს. უკრაინის პრეზიდენტს ზელენსკის, რომელიც არჩევნებს არჩევნებზე აგებს, ურჩევია მომთაბარე ‘რეფორმატორი” სააკაშვილი გაუშვას სამსახურიდან, რომელმაც აქ წააგო არჩევნები. წაგებული, წაგებულს აეკიდაო, ნათქვამია!“, – წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

banner
წინა სტატიაშიპასუხისმგებლობა პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტი უნდა იყოს – ბადრი ჯაფარიძე
შემდეგი სტატიაარჩევნების საბოლოო შედეგები და მანდატების გადანაწილება