ნიკოლოზ მჭედლიშვილი – პირველად ხდება, რომ საქართველოს გავლით ევროპაში მნიშვნელოვანი მოცულობის ბუნებრივი გაზის მიწოდება დაიწყება

 

პირველად ხდება ის, რომ საქართველოს გავლით მნიშვნელოვანი მოცულობის ბუნებრივი გაზის მიწოდება დაიწყება ევროპაში, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა განაცხადა.
ეკონომიკის ექსპერტმა TANAP-ის პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ნიკოლოზ მჭედლიშვილის თქმით, აღნიშნული პროექტი მომავალ წელს უკვე ამოქმედდება და ეს გაზი, რომელიც საქართველოში გაივლის, მიეწოდება საბერძნეთს, იტალიასა და ალბანეთს.
„ეს არის დაახლოებით 10 მილიარდი კუბური მეტრი, საწყის ეტაპზე და შემდეგ გაიზრდება. მოცულობები აქ არც არის შეზღუდული. საუბარია 60 მილიარდ კუბურ მეტრ გაზზეც, რომელიც დაახლოებით 10 პროცენტი იქნება ახლანდელი მოხმარების ევროპის, რაც არის ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე“, – განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა.

banner
წინა სტატიაშიცოტნე გამსახურდია: როცა ხიხო რუსეთში გაიქცევა თავის მილიარდებით, ხოლო ეს…
შემდეგი სტატიადიმიტრი ბიძინაშვილი: „ქართული ოცნება“ დამთავრდა, დროა ივანიშვილმა ჩანთა ჩაალაგოს“