ნიკოლოზ ყიფშიძე – მიხეილ სააკაშვილი მზად არის, გადავიდეს ჰოსპიტალში

ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი მზად არის გადავიდეს საავადმყოფოში – ეს განცხადება მესამე პრეზიდენტის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ რუსთავის ციხის დატოვების შემდეგ გააკეთა. როგორც ყიფშიძე ამბობს, ჰოსპიტალიზაცია დღეს და ხვალ არ მოხდება, ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროების მხრიდან, გასავლელია დეტალები და ამის შემდეგ გაირკვევა რომელ კლინიკაში გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს და როდის.

“მიხეილ სააკაშვილი მზადაა გადავიდეს ჰოსპიტალში. ეს დღეს და ხვალ არ მოხერხდება, შაბათ-კვირას, ან არ ვიცი როდის იქნება ეს. გასავლელია პატარა საკითხები ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებთან. გავარკვევთ ყველაფერს ხვალ-ზეგ.

ჰოსპიტალიზაცია არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტი ამთავრებს შიმშილობას. არავითარ შემთხვევაში. ის შიმშილობას აგრძელებს” განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

მან დღეს მიხეილ სააკაშვილის ანალიზები შეამოწმა. როგორც ექიმი ამბობს, რაღაცა პარამეტრებში უკეთესი მდგომარეობაა,რაღაცაში კი უარესი

წინა სტატიაშიხაზარაძე, ჯაფარიძე, ხოშტარია – თბილისის მერის მოადგილეები მელიას გამარჯვების შემთხვევაში
შემდეგი სტატიაცოტნე კობერიძე: დღეიდან „ის გირჩელი ბავშვი ვიცე-მერი“ აღარ ვარ, მოვძებნი ახალ გამოწვევებს დროებით