ნიკოლოზ ყიფშიძე: მდგომარეობა გაუარესდა, საკმაოდ გაუარესდა

სიტუაცია დამძიმდა… მისი მდგომარეობა გაუარესდა, საკმაოდ გაუარესდა… ორი დღის წინ სულ სხვანაირად გამოიყურებოდა… მიშას აქვს სისხლის დაავადება, ტალასემია. მე არასდროს მითქვამს ეს ტელევიზიაში და დღეს მომცა ამის გასაჯაროების უფლება. ამ სისხლის დაავადების დროს აბსოლუტურად არ შეიძლება შიმშილი. ეს იწვევს ისეთ ცვლილებებს, რომლის რევერსი არ არსებობს… უფრო მძიმედ დადის, უჭირს ლაპარაკი, აწუხებს, რომ ცუდადაა, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ “მთავარი არხის” ეთერში ისაუბრა.

“დღეს არც მინდოდა საპატიმროს დატოვება, მაგრამ მერე შევხვდი ექთანს და ნახევარი საათი ვლაპარაკობდით იმაზე, როგორ გადავაგოროთ ეს ღამე, ხვალ ხვალ იქნება, მერე ვნახოთ როგორ იქნება.ხვალ ვაპირებ მისვლას და ალბათ, უნდა გადავიყვანოთ საავადმყოფოში, ხვალ თუ არა უკვე ზეგ უნდა გადავიყვანოთ… ის შიმშილობდა 10 დღე, ოფიციალურად ასე ვლაპარაკობთ, მაგრამ ეს არ არის 10 დღე, მე მგონი 14-15 დღეა უკვე. მე არ ვიცი, როგორ ჩამოვიდა საქართველოში, არ ვიცი როგორ ჩამოვიდა, მაგრამ ეს კი მითხრა, რომ არაფერი უჭამია გზაში და ბათუმში რომ იყო და დადიოდა იქ საკვები არ ჰქონია“,-თქვა მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა.

banner
წინა სტატიაშიშიდა ქართლის პოლიციამ გორში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით 5 პირი დააკავა
შემდეგი სტატიაზურაბ დათუნაშვილი მსოფლოს ჩემპიონია!