ნიკოლოზ გამყრელიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მისი შვილის, ნიკოლოზ გამყრელიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ გამყრელიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

ჯერ სერიოზული გართულება ჩვენ არ გვქონია ამ ხნის განმავლობაში. რა თქმა უნდა, მას ჰქონდა გარკვეული სიმპტომები. ახლა, ის გადის დასკვნით კვლევებს და იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ეს დასკვნითი კვლევები, შემდგომ გამოჩნდება უკვე რომელ ეტაპზე, დაკვირვების, თუ მონიტორინგის გადავა. ზოგადად, მისი ჯანმრთელობა, გეტყვით რომ დამაკმაყოფილებელია,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე: სოციალური დისტანცირების რეკომენდაცია ეძლევა ყველას, მორწმუნე იქნება თუ ათეისტი
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრმა სამართალდამცავ უწყებებს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების ეფექტური აღსრულების კონტროლი დაავალა