ნიკოლოზ გამყრელიძე საზოგადოებას მიმართავს

„ჩვენი როგორც საზოგადოების ვალდებულებაა, ამ შემთხვევაში გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, არ დავაზიანოთ ერთმანეთი“, – ამ სიტყვებით ნიკოლოზ გამყრელიძე საზოგადოებას მიმართავს.

„გაუფრთხილებლობით შეიძლება, უბრალოდ მოვკლათ სხვა ადამიანი და ეს ადამიანი შეიძლება, ჩვენი ძალიან ახლობელიც აღმოჩნდეს (ეს არ არის გადაჭარბებულად ნათქვამი).

ძალიან გთხოვთ, გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რასაც ეპიდემიოლოგები გვაძლევენ და ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის – სოციალური დისტანცირება.

ეს რეკომენდაციები გასათვალისწინებელია უკლებლივ ყველასთვის, მიუხედავად სატატუსისა თუ რელიგიური აღმსარებლობისა, აბსოლუტურად ყველა ჩვენი ქვეყნის მოქალაქისთვის. მხოლოდ ესე შევძლებთ ამ გამოწვევის დაძლევას“, წერს ნიკოლოზ გამყრელიძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა შვილის ჯანმრთელობაზე დასმულ შეკითხვას გუშინ უპასუხა. ამირან გამყრელიძის თქმით, მას სერიოზული გართულება არ ჰქონია.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის შვილს, ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდგინეს. ამის შესახებ თავად ნიკოლოზ გამყრელიძემ Facebook-ზე  დაწერა.

banner
წინა სტატიაშიინფექციურ საავადმყოფოს სავარაუდოდ ხვალ კიდევ ხუთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს
შემდეგი სტატიათენგიზ ცერცვაძე: ეკლესიებში წირვის ჩატარებისას ერთადერთი რამ, რაც უსაფრთხოების თვალსაზრისით კითხვას ბადებს, ზიარებაა