ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყაზახეთში, ალმათიში მიმდინარე ATP-ს 250-ქულიანი ტურნირის ნახევარფინალში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი, ბერძენი სტეფანოს ციციპასი სამ სეტში — 6:4, 6:7, 6:3 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.
ტურნირის მეორე ნახევარფინალში ყაზახმა ალექსანდრ ბუბლიკმა დანილ მედვედევთან შეხვედრა ტრავმის გამო ნაადრევად შეწყვიტა. შესაბამისად, ფინალურ ორთაბრძოლაში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე სწორედ მედვედევი იქნება.
გადამწყვეტი თამაში 25 ოქტომბერს, 14:00 საათზე გაიმართება.

















