ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე დღეს განცხადებას გააკეთებს

ცნობილი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლი დღეს განცხადებას გააკეთებს. ნეკა დოროყაშვილის ადვოკატის, ანა აბაშიძის ინფორმაციით, შესაძლოა, ეს არ იყოს პრესკონფერენცია, თუმცა, საქმეში არსებული რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი დღეს გასაჯაროვდება.

“შეიძლება არ შედგეს პრესკონფერენციის სახით, დამოკიდებული ვართ მსხვერპლის სურვილზე და მის მდგომარეობაზე, რომელიც არ არის ადვილი. ყველა მასალა გამოძიებასთან არის გადაგზავნილი, უბრალოდ დღეს გვინდოდა, რომ ჩვენი მოსაზრებები გვეთქვა მნიშვნელოვან დეტალებზე.

როგორც სახალხო დამცველმა თქვა, ჩაერთვებოდა პროცესში და, როგორც ვიცი, ჩართულია კიდეც. ჩვენთან და ნეკასთანაც აქვს კომუნიკაცია აპარატს და ვთანამშრომლობთ ამ საკითხში,”-განაცხადა ადვოკატმა.

იქამდე, სოციალურ ქსელში ნიკოლოზ ბასილაშვილმა განცხადება გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ ცნობილ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს 24 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით ძალადობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიანა დოლიძე საკონსულტაციო მრგვალი მაგიდის შექმნის ინიციატივით გამოდის
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე : თუ შეთანხმება არ შესრულდა, არ მივიღებთ მონაწილეობას საკონსტიტუციო განხილვებში