ნიკოლოზ ბასილაშვილი ვაშინგტონში ითამაშებს

region
ავტ.: region ივლისი 17, 2020 16:25

ნიკოლოზ ბასილაშვილი ვაშინგტონში ითამაშებს

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მონაწილეობას ვაშინგტონში დაგეგმილ ტურნირზე მიიღებს. ეს იქნება პანდემიის შემდეგ, პროფესიული ჩოგბურთის ასოციაციის (ATP) ორგანიზებული პირველი ოფიციალური შეჯიბრი.

28 წლის ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 27-ე ადგილზე იმყოფება. იგი უკვე ტურნირის წინასწარ განაცხადშია და თუ არაფერი შეიცვალა ამერიკის დედაქალაქში ნამდვილად ვიხილავთ.

ვაშინგტონში რეიტინგის პირველი ათეულიდან დანილ მედვედევი( მე-5),სტეფანოს ციციპასი (მე-6) და დავიდ გოფინი (მე-10) იასპარეზებენ.

ტურნირის გამართვა 14-21 აგვისტოს იგეგმება.

region
ავტ.: region ივლისი 17, 2020 16:25

Google სტატისტიკა


2,765
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics