ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთში მიმდინარე ტურნირზე ფინალში გავიდა

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთში მიმდინარე ATP-ის ტურნირზე ფინალში გავიდა.

ნახევარფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა ბრიტანელი კაილ ედმუნდი დაამარცხა. ნახევარფინალური შეხვედრა, რომელიც საათსა და 41 წუთს გაგრძელდა, ბასილაშვილმა ედმუნდი ორ სეტში, 7:6, 6:4 დაამარცხა.

ბასილაშვილი ფინალში მსოფლიოს მეოთხე ჩოგანს ხოან-მარტინ დელ პორტოს დაუპირისპირდება, რომელიც ტურნირზე პირველ ნომრადაა განთესილი.

დელ პორტოსა და ბასილაშვილს შორის ფინალური შეხვედრა 7 ოქტომბერს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიინდონეზიაში ნანგრევების ქვეშ 152 ათასზე მეტი ადამიანი რჩება
შემდეგი სტატიაოპერის ლეგენდას, მონსერატ კაბალიეს ბარსელონაში ორშაბათს დაკრძალავენ