ნიკოლას მადურო ბრუკლინის იზოლატორიდან მანჰეტენის სასამართლოში გადაჰყავთ

ნიკოლას მადურო ბრუკლინის დაკავების იზოლატორიდან აშშ-ის დენიელ პატრიკის სახელობის მანჰეტენის სასამართლოში გადაჰყავთ.

მადურო და მისი მეუღლე სილია ფლორესი დღეს პირველად უნდა გამოცხადდნენ მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში.

აშშ-ის გენერალური პროკურორის, პემ ბონდის თქმით, მადუროს ბრალი ედება ნარკოტერორიზმის, კოკაინის შეტანის შეთქმულებაში, ტყვიამფრქვევებისა და დესტრუქციული მოწყობილობების ფლობაში და აშშ-ის წინააღმდეგ ტყვიამფრქვევებისა და დესტრუქციული მოწყობილობების ფლობის შეთქმულებაში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს გავლით ევროპის ბაზარზე გასული სანქცირებული რუსული ნავთობი – მკვლევარების განცხადებები
შემდეგი სტატიავიქტორ ორბანი ვენესუელას პრეზიდენტის დაკავებას გამოეხმაურა