ნიკოლას ბერლინერი: ქართველი ჯარისკაცები საუკეთესო თანამებრძოლები არიან

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 25 წლის იუბილეს ულოცავს აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი. ნიკოლას ბერლინერის განცხადებით, ქართველი ჯარისკაცები საუკეთესო თანამებრძოლები არიან და საქართველო უნდა ამაყობდეს მათით:

„ჩემთვის დიდი პატივია მივულოცო საქართველოს შეიარაღებულ ძალებს დაარსებიდან 25-ე წლისთავი. როგორც იცით, საქართველოსა და აშშ-ს ძალიან მჭიდრო პარტნიორობა აქვს. ჩვენი სამხედროები მხარდამხარ იბრძოდნენ ერაყსა და ავღანეთში. ჩვენი ჯარისკაცები ყოველთვის აღნიშნავდნენ, რომ ქართველი ჯარისკაცები საუკეთესო თანამებრძოლები არიან. საქართველო უნდა ამაყობდეს, რომ ამდენი ქალი და მამაკაცია უნიფორმაში. ჩვენ ვამაყობთ თანამშრომლობით თქვენს ქვეყანასთან“, – განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლას ბერლინერმა.

განცხადება ნიკოლას ბერლინერმა ვაზიანში IV მექანიზირებული ბრიგადის ბაზაზე გააკეთა, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსებიდან 25 წლისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი: აპრილში ტურისტების რეკორდული მაჩვენებლი დაფიქსირდა
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპის კონკურენტი ტედ კრუზი საარჩევნო მარათონს გამოეთიშა