ნიკოლაი პატრუშევი: ამერიკელებმა 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის სამხედრო ავანტიურა მოაწყვეს

რუსეთის პრეზიდენტის დამხმარე, ნიკოლაი პატრუშევი, რომელიც 13 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის საზღვაო კოლეგიის თავმჯდომარედაც დაინიშნა, რუსულ პროპაგანდისტულ მედია Известия-სთან საუბარში 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებას აშშ-ს აბრალებს.

“ტყუილები და პროვოკაციები – ეს არის ვაშინგტონისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების ჩვეული თანამგზავრები. 2008 წლის აგვისტოში სწორედ ამერიკელებმა დააორგანიზეს სააკაშვილის სამხედრო ავანტიურა, თუმცა ირწმუნებოდნენ, რომ ამასთან არანაირი შეხება ჰქონიათ. აშშ-ს მიერ საქართველოს საქმეებში პირდაპირი ჩარევა გახდა მისი შემადგენლობიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამოსვლის მიზეზი. ვვარაუდობ, რომ ქართველმა ხალხმა იცის, თავისი გასაჭირი ამერიკელების ქმედებების გამო მიეზღოთ.” – თქვა პატრუშევმა.

პარალელურად, რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია РИА Новости პატრუშევის სიტყვების ციტირების დროს ხაზს უსვამს ქართული ოცნების მიერ 2008 წლის ომთან დაკავშირებულ 13 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებას და ყურადღებას ამახვილებს, რომ მმართველი პარტია ახსენებდა “გარედან დაკვეთას”.

15 აგვისტოს ქართული ოცნების განცხადებას გამოეხმაურა გაეროში რუსეთის საკითხთა ხელმძღვანელიც, დმიტრი პოლიანსკი და 2008 წლის ომის გასამართლებლად საქართველოს მმართველი პარტიის განცხადება დააციტირა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის მხარეს მებრძოლი რუსული ლეგიონი რუს ჯარისკაცებს დანებებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაირკუტსკის ოლქში „ტუ-22-ემ-3“ ტიპის ბომბდამშენმა კატასტროფა განიცადა, დაღუპულია ერთი მფრინავი