ნიკოლაძის ქუჩაზე დაჭრილი 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა

ვერაზე, ნიკოლაძის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირებისას დაჭრილი ნიკა კვარაცხელია კლინიკაში გარდაიცვალა. ახალგაზრდას რვა ტყვია ჰქონდა მოხვედრილი გულმკერდის, ზურგისა და ბარძაყის არეში.

დაპირისპირება თბილისში გუშინ, ღამით მოხდა, თუმცა, დამატებითი დეტალები ამ დრომდე უცნობია. ცნობილია, რომ ნიკა კვარაცხელია ე.წ. კანონიერი ქურდის, წარმოშობით წალენჯიხელი გია კვარაცხელიას შვილია, თუმცა, ასევე ცნობილია, რომ ის მეცნიერული საქმიანობით იყო დაკავებული და ე.წ. შავ სამყაროსთან კავშირი არ ჰქონია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია “ქართულ ოცნებას” პასუხობს
შემდეგი სტატიაგორსა და ხაშურში სპეცოპერაცია ჩატარდა – დაკავებულია ათამდე პირი