ნიკოლაძე 11 ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებაზე: ოჯახი კმაყოფილია სასამართლოს გადაწყვეტილებით

admin
ავტ.: admin ივლისი 28, 2020 10:24

ნიკოლაძე 11 ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებაზე: ოჯახი კმაყოფილია სასამართლოს გადაწყვეტილებით

გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი 3 დღეში გაიმართება. უფლებადამცველებს მიაჩნიათ, რომ აღკვეთის ღონისძიება მათ მიმართ უცვლელი დარჩება. შაქარაშვილის ოჯახისთვის კატეგორიულ მოთხოვნად ტოიოტა „ქემრის“ ავტომობილის მგზავრებისთვის ბრალის დამძიმება რჩება.

ადვოკატი მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყევტილება, 11 ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით სწორია და ოჯახი ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილია.

„გარეთ ყოფნა რა თქმა უნდა საფრთხეს შეუქმნიდა საქმეზე საგამოძიებო მოქმედებების შემდგომ განხორციელებებს, ასე რომ ოჯახი კმაყოფილია სასამართლოს გადაწყვეტილებით და მიაჩნია, რომ ეს არის ობიექტური. რაც შეეხება არასრულწლოვნებს, მათ მიმართ გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმე სასამართლოში ცალკე წარმოებად წარიმართება, თუმცა ამავე არასრულწლოვნებს, რომლებიც ფიგურირებენ ტოიოტა ქემრის ეპიზოდში, მათ უნარჩუნდებათ დიდი ალბათობა იმისა, რომ 109-ე მუხლით ისინი სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნან მიცემულები“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

11 ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში დატოვებას უსაფუძვლოს უწოდებენ ადვოკატები და გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 28 ივნისს 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

admin
ავტ.: admin ივლისი 28, 2020 10:24

Google სტატისტიკა


3,436
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics