ნიკოლა სარკოზის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

sarkoziსაფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. პროკურატურა 2012 წლის საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საქმეს იძიებს. 61 წლის პოლიტიკოსის დაკითხვა მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. საფრანგეთის კანონმდებლობის თანახმად, ნიკოლა სარკოზი ეჭვმიტანილად ითვლება, თუმცა მისთვის ბრალი ჯერ ოფიციალურად არ წაუყენებიათ.

საქმე ეხება პიარ-სააგნეტო Bygmalion-ს, რომელიც ექს-პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიის საინფორმაციო მომსახურებას უზრუნველყოფდა. გამოძიების ცნობით, კამპანიის დაფინანსება ყალბი ანგარიშების საშუალებით ხდებოდა. სკანდალი მას შემდეგ გახმაურდა, რაც სააგენტოს ადვოკატმა პატრიკ მეზონევმა ფინანსური მაქინაციის ფაქტი აღიარა და განაცხადა, რომ სქემა სარკოზის პარტიის შემუშავებული იყო.

სამი წლის წინ საფრანგეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ნიკოლა სარკოზის საპრეზიდენტო კამპანიაზე კანონით დაშვებულზე მეტი თანხა იყო დახარჯული.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დაწყებულმა გამოძიებამ შესაძლოა, 2017 წლის მაისის საპრეზიდნეტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ნიკოლა სარკოზის გეგმები ჩაშალოს.

banner
წინა სტატიაშიგადავარჩინოთ 4 წლის ნიკოლოზი
შემდეგი სტატიაუამინდობის გამო თბილისის აეროპორტში წუხელ დაგეგმილი ათამდე რეისი ვერ შესრულდა