ნიკოლ ფაშინიანმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

სომხეთის რეპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, გმირთა მოედანზე იმყოფებოდა, სადაც საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო.
ნიკოლ ფაშინიანმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. შესრულდა სომხეთისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები. ცერემონიაში საპატიო ყარაული მონაწილეობდა.
სომხეთის დელეგაციას, გმირთა მოედანზე, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლა.

banner
წინა სტატიაშითენგიზ ცერცვაძე: ასეთი მსუბუქი დასაწყისი შემთხვევების მერე უახლოესი 10 დღის მანძილზე შესაძლებელია დამძიმება
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილის ქონება ბოლო ორ კვირაში 200 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა