ნიკოლ ფაშინიანმა გიორგი კვირიკაშვილი სომხეთში მიიწვია

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 10, 2018 16:39

ნიკოლ ფაშინიანმა გიორგი კვირიკაშვილი სომხეთში მიიწვია

სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ქართველ კოლეგას, გიორგი კვირიკაშვილს სომხეთში ეპატიჟება და იმედოვნებს, რომ მსგავს მიწვევას საქართველოდანაც მიიღებს.

„რა თქმა უნდა, მე ვეწვევი საქართველოს, რაც შეიძლება მალე. ასევე ვეპატიჟები საქართველოს პრემიერმინისტრს სომხეთში. იმედი მაქვს, ასეთ მოწვევას საქართველოდანაც მივიღებ“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

რაც შეეხება საქართველო-სომხეთის ურთიერთობებს, ნიკოლ ფაშინიანი მიიჩნევს, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ყველა სფეროში უნდა გაღრმავდეს, ამასთან, საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობები გეოპოლიტიკურ გავლენებს არ უნდა ეფუძნებოდეს.

„საქართველო მეგობარი სახელმწიფოა. საქართველოსა და სომხეთის ძმური ურთიერთობები უნდა განვითარდეს, რადგან ჩვენ ვართ მოძმე ქვეყნები და ახლო პარტნიორები. ჩვენი პარტიის პროგრამაში საქართველოს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სომხეთისთვის.ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთობები გეოპოლიტიკურ გავლენებს არ უნდა ეფუძნებოდეს. ზოგჯერ ჩვენ ურთიერთობებზე გავლენას ახდენს გეოპოლიტიკური ფაქტორები და სამწუხაროდ, ამ ფაქტორების გავლენა ყოველთვის პოზიტიური არ არის. ზოგჯერ გვაქვს ნეგატივი. უნდა ჩამოვაყალიბოთ ისეთი ურთიერთობა, რომელიც გეოპოლიტიკურ ფაქტორებს მიღმა იქნება. სომხეთსა და საქართველოს პირდაპირი, ორმხრივი ურთიერთობები უნდა ჰქონდეს და ჩვენ უნდა გავაღრმაოთ თანამშრომლობა ყველა სფეროში, როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ სფეროებში და ადამიანებს შორის ურთიერთობებიც უნდა გაღრმავდეს“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა .

სომხეთის პრემიერმინისტრად ნიკოლ ფაშინიანი გუშინ აირჩიეს. ფაშინიანის კანდიდატურას 59-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 42 წინააღმდეგი იყო. მან მინისტრთა ახალი კაბინეტი 15 დღეში უნდა წარადგინოს.

წყარო: “პირველი არხი”

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 10, 2018 16:39

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,319
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics