ნიკოლ ფაშინიანმა და იენს სტოლტენბერგმა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და ნატო-ს გენერალურ მდივანმა, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრაზე სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესები და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„საუბრისას განიხილეს სომხეთის ნატო-სთან თანამშრომლობის საკითხები. შედგა აზრთა გაცვლა რეგიონულ პროცესებზე და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ირგვლივ მიმდინარე დისკუსიები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიბუჩუკური – საქართველოში ბავშვები დასაცავები არიან შიმშილისგან, გაჭირვებისგან, პედოფილებისგან, ადრეულ ასაკში ქორწინებისგან, უდედოდ და უმამოდ გაზრდისგან, გაუნათლებლობისგან
შემდეგი სტატიატყუის ოცნება, როცა ამბობს, რომ ე.წ. ვეტინგის პროცედურა მოსამართლეთა დანიშვნას გულისხმობს უცხოელების მიერ… კლანი უნდა წავიდეს – ნიკა გვარამია