11.8 C
Tbilisi
კვირა, მაისი 17, 2026
banner

ნიკოლ ფაშინიანისა და მისი მხარდამჭერების თანმხლები პოლიციის ავტობუსი ავარიაში მოჰყვა

სომხეთში ნიკოლ ფაშინიანისა და მისი მხარდამჭერების თანმხლები პოლიციის ავტობუსი ავარიაში მოჰყვა.

სომხური მედიის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა.

სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციის კუთვნილი Honda-ს მარკის ავტობუსი ქუჩაკ-აპარანის გზატკეცილზე Nissan-ის მარკის ავტომობილს შეეჯახა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის ავტობუსი წინასაარჩევნო კამპანიისას საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანისა და მისი მხარდამჭერების ავტობუსებთან ერთად ლორეს პროვინციაში მიემგზავრებოდა.

ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიირანის ვიცე-პრეზიდენტი ამბობს რა შემთხვევაშია შესაძლებელი შეთანხმება
შემდეგი სტატია“საკონსულოში დამკითხეს და ციხით დამემუქრნენ”- საქართველოში მცხოვრები უნგრელი ჟურნალისტი