სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის სამუშაო ვიზიტი საქართველოში დასრულდა.
ნიკოლ ფაშინიანი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააცილა.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ირაკლი ღარიბაშვილისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში.
ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს ესპანეთის და ინგლისის გუნდები დაუპირისპირდნენ.
ინგლისის ნაკრებმა ესპანეთი ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
პრემიერ-მინისტრთან ერთად სტადიონზე იმყოფებოდნენ საქართველოსა და სომხეთის მინისტრთა კაბინეტის წევრები.