ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი ОДКБ-ს დატოვებს

სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ) დატოვებს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნულ ასამბლეაზე განაცხადა.

“ჩვენ [სომხეთი] დავტოვებთ [ОДКБ].

ჩვენ გადავწყვეტთ როდის წავალთ. როგორ ფიქრობთ, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი? შეგვიძლია უკან დაბრუნება? … ჩვენ არ დავბრუნდებით უკან. ჩვენ უბრალოდ არ ვამბობთ [ამას], რომ თქვენი განწყობა მოულოდნელად არ დაეცეს,” – განაცხადა ფაშინიანმა დეპუტატებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში საუბრისას.

კითხვაზე, რა მდგომარეობაში იქნებოდა სომხეთი და მთიანი ყარაბაღი იმ შემთხვევაში თუ ფაშინიანი არ იქნებოდა პრემიერი, მან უპასუხა: “კი, ეს კითხვა დამისვამს. გეტყვით, რა მოხდებოდა – იგივე იქნებოდა იმ ერთი სხვაობით, რომ სომხეთი გუბერნია იქნებოდა, ასი პროცენტით“. აღნიშნა ფაშინიანმა.

banner
წინა სტატიაშიცესკოს ხელმძღვანელმა პირებმა „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებთან 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესი განიხილეს
შემდეგი სტატიაკახეთში ძლიერი სეტყვაა