ნიკოლ ფაშინიანის დაცვის თანამშრომელი მაღალი ტემპერატურით ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს

“თაიმერის” ექსკლუზიური ინფორმაციით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის დაცვის თანამშრომელს მაღალი ტემპერატურა და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნა. იგი სასწრაფოდ გადაიყვანეს ერევნის ინფექციურ საავადმყოფოში. სხვა დეტალები ამ დროისთვის არ ვრცელდება.

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდა. სომეხი კოლეგა, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურმა გიორგი გახარიამ გააცილა.ნიკოლ ფაშინიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს.

საქართველოს პრემიერს, მათთან მყოფ პირებს და დაცვის თანამშრომლებს ლუგარის ლაბორატორიაში მოუწევთ ანალიზების ჩაბარება

 

ექსკლუზივი

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე: სალომე ზურაბიშვილს აქვს შანსი, პოლიტიკურ პროცესებში სერიოზული, პოზიტიური წვლილი შეიტანოს
შემდეგი სტატია“გვჭირდება ახალი ნაბიჯების გადადგმა და ჩვენი პოზიციების წარმოჩენა ჩვენს პარტნიორებთანაც და რუსეთთანაც”