სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ქვეყანა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის — „ზანგეზურის დერეფნის“ (TRIPP) განხორციელებას აქტიურ ფაზაში გადაჰყავს.
ფაშინიანის თქმით, თუ ტექნიკური შეფერხებები არ იქნება, მიწის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება.
ამ დროისთვის პროექტის ფარგლებში ინტენსიური საინჟინრო და კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს.
„სამუშაო ჯგუფები პოტენციურ საკომუნიკაციო მარშრუტებს, სატრანსპორტო კვანძებსა და ელექტროგადამცემ ხაზებს ადგილზე ამოწმებენ. ახლა ესა თუ ის საინჟინრო, კონსტრუქტორული, საპროექტო, ფინანსური თუ ლოგისტიკის საკითხი ყოველდღიურად თუ არა, თითქმის, ყოველკვირეულად განიხილება,“ — განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ პროცესი ოპტიმისტურია და სამუშაოები გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს.


















