27.1 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

ნიკოლ ფაშინიანი: ვარდებისა და ბოსტნეულის პირველი პარტია, რომელთა შეტანაც რუსეთმა შეზღუდა, უკვე გასულია ევროკავშირში

„ვარდებისა და ბოსტნეულის პირველი პარტია, რომელთა შეტანაც რუსეთმა შეზღუდა, უკვე გასულია ევროკავშირში, როცა ჩავა, მაშინ ვიტყვი, რომელ ქვეყანაში. არც ერთი პროდუქცია ისე არ დარჩება. ექსპორტს ვახორციელებთ არა მხოლოდ ევროკავშირში, უკვე სხვა ქვეყნებშიც“,- უთხრა სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტებს.

22 მაისს „როსპოტრებნადზორმა“ რუსეთში სომხური მინერალური წყალი „ჯელმუკის“ ყველა პარტიის შეტანა და ბრუნვა შეაჩერა „სავალდებულო მოთხოვნების დარღვევის გამო”. 30 მაისიდან „როსსელხოზნადზორმა“ დააწესა დროებითი შეზღუდვები სომხეთიდან რუსეთში ახალი პომიდვრის, კიტრის, წიწაკის, მწვანილისა და მარწყვის შეტანაზე, ხოლო 2 ივნისიდან – ალუბლის, ბლის, გარგარის, ქლიავის, ატმის, ნექტარინისა და ყურძნის შეტანაზე.

უწყებამ განაცხადა, რომ 2 ივნისიდან სომხეთმა უნდა შეაჩეროს რუსეთის ფედერაციაში ექსპორტისთვის განკუთვნილი ცოცხალი თევზისა და თევზპროდუქტების ვეტერინარული სერტიფიცირება ყველა სომხური კომპანიისთვის, გარდა იმ ორი კომპანიისა, რომლებმაც ინსპექცია გაიარეს. 3 ივნისიდან შემოღებულ იქნა დროებითი შეზღუდვები კურკოვანი ხილის, ბადრიჯნის, კარტოფილისა და ჩირის შეტანაზე

banner
წინა სტატიაშიისრაელმა სამხრეთ ლიბანზე დარტყმები გააგრძელა
შემდეგი სტატიაფოთში მანქანა ბავშვს დაეჯახა