14.3 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 7, 2026
banner

ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები სხვა ქვეყნებთან ან გაერთიანებებთან ურთიერთობებით არ განისაზღვრება

საქართველო საკვანძო როლს ასრულებს სომხურ-ევროპულ ურთიერთობებში და ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ არსებული სიტუაციით – ჩვენი ურთიერთობები ძმურია და ასეთად დარჩება, – გამოცემა Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

„სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს არაფერი აქვს საერთო მესამე მხარესთან ურთიერთობებთან. ბუნებრივია, ეს ურთიერთობები სტრატეგიული, გრძელვადიანი, ისტორიული და ძმური ხასიათისაა და ასეთად დარჩება. სხვა სცენარი უბრალოდ შეუძლებელია“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

Armenpress-ის ცნობით, ფაშინიანმა ამის შესახებ ბრიფინგზე, ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეხებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის კომენტარს რომ “ადგილობრივი აგენტურის და მათი უცხოელი პატრონების მხრიდან არის მცდელობა, რაღაცნაირად დაგვაპირისპირონ სომხეთთან.”

ფაშინიანის თქმით, საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს სომხეთ-ევროპის ურთიერთობებში.

„რაც შეეხება საქართველოს, ნათლად განვაცხადე, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვან და საკვანძო როლს ასრულებს სომხეთ-ევროპის ურთიერთობებში და ძალიან შეშფოთებულები ვართ არსებული სიტუაციით. მიგვაჩნია, რომ ეს სიტუაცია უნდა მოგვარდეს“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშისუს: გრიგოლ ლილუაშვილი ინფორმირებული იყო, რომ მისი მოადგილე კერძო მეწარმისგან ქრთამს ითხოვდა
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტში ქართველი ხალხის მიმართ მტრული გარემოა