ნიკოლ ფაშინიანი – სომხეთის რესპუბლიკა აღიარებს ყველა მეზობლის ტერიტორიულ მთლიანობას

მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სომხეთის რესპუბლიკა აღიარებს ყველა მეზობლის ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის დროს განაცხადა.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარება არავის შეშფოთებას არ შეიძლება, იწვევდეს.

„ჩვენი ერთადერთი ამოცანაა რეგიონში სწორი ბალანსის ჩამოყალიბება და მხოლოდ სომხეთის რესპუბლიკის ლეგიტიმური, სუვერენული, საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის, საზღვრების, ტერიტორიული მთლიანობისა, დამოუკიდებლობის დაცვა და ჩვენი ქვეყნის მდგრადობის გაზრდა. ასევე, მინდა, გამოვხატო განსაკუთრებული მადლობა სომხეთის დემოკრატიული რეფორმებისადმი მხარდაჭერისთვის. ამ კონტექსტში, ჩვენ ნამდვილად შევდივართ ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ დინამიურ ფაზაში. აქვე, მინდა, ხაზი გავუსვა საფრანგეთის და პირადად თქვენ მხარდაჭერას, რადგან ევროკავშირს ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისთვის და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებისთვის“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

banner
წინა სტატიაშიპუტინმა რეპრესიების მასშტაბით სტალინის გარდა სსრკ-ს ყველა გენერალურ მდივანს აჯობა
შემდეგი სტატიანიკოლოზ სამხარაძე – მნიშვნელოვანია ეუთო გარდაიქმნას უფრო ძლიერ და მოქნილ ორგანიზაციად, რომელიც შეძლებს ეფექტურად გაუმკლავდეს უსაფრთხოების გამოწვევებს