20.8 C
Tbilisi
კვირა, აგვისტო 16, 2026
banner

ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრად დაინიშნა

სომხური მედიის ინფორმაციით, სომხეთის მმართველი პარტიის, „სამოქალაქო კონტრაქტის“ მიერ წარდგენილი ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად დაინიშნა.

„კონსტიტუციის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად დაინიშნოს“, – აღნიშნულია განკარგულებაში, რომელიც სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა გამოსცა.

ცნობისთვის, მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ხელი მოაწერა განცხადებას მთავრობის გადადგომის შესახებ. ფაშინიანის განმარტებით, სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 158-ე მუხლის თანახმად, ახლად არჩეული ეროვნული კრების პირველი სხდომის დღეს მთავრობა უფლებამოსილებას იხსნის. მთავრობის გადადგომის შესახებ დოკუმენტი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს გაეგზავნა.

banner
წინა სტატიაშიბანერის ჭერის გამო მეორედ დაკავებულ აქტივისტ თორნიკე თოშხუას 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს
შემდეგი სტატიაპეტრე ცისკარიშვილი: ძალიან სამწუხაროა, თუ თინა ბოკუჩავამ საკუთარ პარტიასთან ბრძოლის ეს გზა აირჩია