15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთის ხელისუფლება არაფერს აკეთებს რუსეთის ზურგს უკან

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა კითხვაზე, -განიხილება თუ არა ქვეყნის რკინიგზის ქსელის ახალ კონცესიურ მართვაში გადაცემის საკითხი ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სომხეთში ვიზიტის დროს, განაცხადა, რომ სომხეთის ხელისუფლება არაფერს აკეთებს რუსეთის ზურგს უკან და მის წინააღმდეგ.

„ყაზახეთი გასული წლის აგვისტოდან ღიად გამოხატავს „ტრამპის მარშრუტით“ დაინტერესებას, თუმცა ყაზახეთი ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომელიც ინტერესს იჩენს. ბევრია ასეთი. ჩვენ, მათ შორის, ყაზახეთმა, წინადადებები უნდა წარგვიდგინონ. ეს ქვეყნები მზად უნდა იყვნენ, გამოიყენონ სომხეთში გამავალი სატრანზიტო მარშრუტები ექსპორტისა და იმპორტის ჯაჭვებში, ასევე მათ მიერ მოწოდებულ სატრანსპორტო მომსახურებაში“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

banner
წინა სტატიაშიირანი: მოჯთაბა ხამენეი სრულიად ჯანმრთელია, იმყოფება საკუთარ კაბინეტში და ფაქტობრივად ყველაფერს აკონტროლებს
შემდეგი სტატიაკაია კალასი: ევროპას რეგიონში არსებული სიტუაცია არ შეუქმნია და მაინც „ბევრ რამეს“ აკეთებს