26.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026
banner

ნიკოლ ფაშინიანი: „სამთავიანმა ომის პარტიამ“ დაისახა მიზანი, გვაიძულოს კონფლიქტში შევიდეთ ჩვენს რუს პარტნიორებთან

„სამთავიანმა ომის პარტიამ“ დაისახა მიზანი, გვაიძულოს კონფლიქტში შევიდეთ რუს პარტნიორებთან, ჩვენ არ ვიმოქმედებთ რუსეთის, მაგრამ არც ჩვენივე ინტერესების წინააღმდეგ, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

ფაშინიანმა სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში დაძაბულობის შექმნის მცდელობაში დაადანაშაულა „არმენიის“ ბლოკის ლიდერი რობერტ ქოჩარიანი, „ძლიერი სომხეთის“ ბლოკის ლიდერი სამველ კარაპეტიანი და პარტია „აყვავებული სომხეთის“ თავმჯდომარე გაგიკ წარუკიანი.

„სამთავიანმა ომის პარტიამ“ დაისახა მიზანი – შევიდეთ კონფლიქტში ჩვენს რუს პარტნიორებთან. მე ვუთხარი ჩვენს რუს პარტნიორებს: ჩვენ არ ვიბრძოლებთ თქვენთან, არ ვიკამათებთ, არ ჩავერთებით დებატებში ან სიტყვიერ ომში, მშვიდად და მოთმინებით დავიცავთ ჩვენს პოზიციებს. ჩვენ არ ვიმოქმედებთ რუსეთის ფედერაციის ინტერესების წინააღმდეგ, მაგრამ არც ჩვენივე ინტერესების წინააღმდეგ“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ 7 ივნისს სომხეთში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მოსკოვში გაემგზავრება რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად.

„რუსეთის პრეზიდენტმა პირველ ივნისს დამირეკა, რათა დაბადების დღე მოელოცა, თუმცა საქმიანი საუბარიც გვქონდა და შევთანხმდით, რომ არჩევნების შემდეგ ისევ წავიდოდი, შევხვდებოდით და ყველა მიმდინარე საკითხს მოვაგვარებდით“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქეთში დაგეგმილ ნატო-ს სამიტს დაესწრება
შემდეგი სტატია“ქართლის ამბები”: შატბერდის მონასტერში დათვმა ორი პირი დაკბინა