ნიკოლ ფაშინიანი მამუკა ბახტაძეს პრემიერად არჩევას ულოცავს და სომხეთში ეპატიჟება

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მამუკა ბახტაძეს პრემიერ-მინისტრად არჩევა მიულოცა. ამის შესახებ ნათქვამია სომხეთის პრემიერის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე არჩევას. საუკუნეების განმავლობაში ჩვენი ერები ყოველთვის იყვნენ მეგობრობისა და ძმობის ძლიერი კავშირებით გადაჯაჭვული, დღეს კი გამრავლებასა და განვითარებას განაგრძობენ ორ სახელმწიფოსა და ხალხებს შორის არსებული სითბოსა და ურთიერთნდობის ატმოსფეროს წყალობით.

საქართველოში ჩემი ბოლოდროინდელი სახელმწიფო ვიზიტის დროს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სომხურ-ქართულ ურთიერთობებს დიდი პოტენციალი აქვს. დარწმუნებული ვარ, თქვენი პრემიერობის პერიოდში სომხეთსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობა ჩვენი ერების საკეთილდღეოდ განვითარებასა და გაძლიერებას გააგრძელებს.

გეპატიჟებით სომხეთში. დარწმუნებული ვარ, ეს ვიზიტი ახალ იმპულსს მისცემს ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობას, ურთიერთინტერესის სხვადასხვა სფეროში. ვსარგებლობ შემთხვევით და გისურვებთ წარმატებას რეფორმების განხორციელების ახალ ეტაპზე და გარწმუნებთ, რომ ჩვენ საქართველოს ნებისმიერ წარმატებას როგორც საკუთარს, ისე აღვიქვამთ“, – ნათქვამია სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მისალოც გზავნილში.

banner
წინა სტატიაშიმმართველი გუნდი საგამოძიებო კომისიაში ექსპერტებად წინა ხელისუფელების შსს-ს მაღალჩინოსნების, ზაზა ჭაიას და ირაკლი ქადაგიძის მოწვევას ეწინააღმდეგება
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძის პასუხი ზაზა სარალიძეს პასუხობს